მაჭარაშვილი ჟურნალისტებს: "შავი ხვრელი სიზმარია, წყალს გაატანეთ"
"ხალხის ძალის" ლიდერი, უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლი განცხადებას ეხმიანება.
მეტიც, გურამ მაჭარაშვილმა დღეს მედიას მიმართა და თქვა, რომ რასაც ჟურნალისტები ხედავენ, "სიზმარია, რომელიც წყალს უნდა მოუყვეთ".
"ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში ამას გისურვებთ იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, რომ აქ არის ის გარემო, სადაც გამორიცხულია, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება და მერე თქვენ იძინებთ, იმ იმედით, რომ ნახოთ სადღაც შავი ხვრელი, მოხვიდეთ და მერე მკითხოთ და არ არსებობს. სიზმარი იყო, წყალს გაატანეთ ეს სიზმარი და გააგრძელეთ ცხოვრება მშვიდად" - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.