განცხადებას უნდა ახლდეს მტკიცებულება - "ოცნება" მაიკლ მაკფოლის პასუხობს
ქართველები სანქციების მოლოდინში - უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორისგან მტკიცებულებებს ითხოვს.
საუბარია, მაიკლ მაკფოლის პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც, ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.
დავით მათიკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ზოგოერთ წინააღმდეგაც აკეთებს განცხადებას და მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს:
"თვითონ უშუალოდ უკრაინის კონკრეტული მაღალჩინოსნების მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება იყო რა თქმა უნდა, მცდელობა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისგან. კიდევ ერთხელ ირიბი მცდელობა, მეორე ფრონტის გახსნის ამ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა ნებისმიერ განცხადებას, ამ განცხადებას უნდა ახლდეს მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება არის უბრალოდ განცხადება და მას არანაირი შინაარსი არ გააჩნია" - დავით მათიკაშვილი.