თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკოსად, ვიდრე რომის პაპია - გიორგი ვოლსკი

03.07.23 12:22
თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკოსად, ვიდრე რომის პაპია - გიორგი ვოლსკი

"თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკოსად, ვიდრე რომის პაპია," - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს.

დეპუტატის კრიტიკა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებების გამო დაიმსახურა, რა დროსაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს რუსეთთან მიმართებით არა სტრატეგიული მოთმინების, არამედ დათმობის პოლიტიკა აქვს და არ არსებობდა არანაირი საბაბი ფრენების აღდგენისთვის.

ეს არის წინდაუხედავი პოლიტიკა, რომელსაც მათ შორის პრეზიდენტი სიამოვნებით მიჰყვება და თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკოსად, ვიდრე რომის პაპია. ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საკითხები, რომლებსაც პრეზიდენტი ჩემულობს, რომ აქვს კომპეტენცია, ვფიქრობ, გადახედვას საჭიროებს," - ამბობს გიორგი ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები