გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოზე - არ უნდა მივცეთ, განვითარების საშუალება იმ მავნებლურ მოსაზრებას, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გააჩნია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ - გია ვოლსკი პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ არსებობს ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომლის მიხედვით არჩევნებს გაყალბება ვერ დაემუქრება, მაგრამ საბოტაჟის საფრთხე არსებობს.
„საბოტაჟის საფრთხე არსებობს, თუ რადიკალური ოპოზიციის კანდიდატებს ავირჩევთ - არ უნდა მივცეთ, განვითარების საშუალება იმ მავნებლურ მოსაზრებას, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გააჩნია. არსებობს თუ არა საბოტაჟის საფრთხე - დიახ, არსებობს საბოტაჟის საფრთხე, თუ რადიკალური ოპოზიციის მოსაზრებებს გავყვებით, მათ კანდიდატურებს განვიხილავთ და ავირჩევთ ამ შემადგენლობაში. ამას თავი უნდა ავარიდოთ ყველა რესურსით, არ უნდა მივცეთ, მათ შორის, განვითარების საშუალება იმ მავნებლურ მოსაზრებას, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტს გააჩნია”, - გამაცხადა ვოლსკიმ.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.