სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაინიშნა - ვის ჩააბარეს პრეზიდენტის საქმე

03.07.23 13:05
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაინიშნა - ვის ჩააბარეს პრეზიდენტის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ჩაინიშნა.  ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ექსს პრეზიდენტი სავარაუდოდ, პირველად გამოჩნდება. 

 თუ პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამისი ნებართვა გასცა, სააკაშვილი "ვივა-მედიდან" დისტანციურად ჩაერთვება. 

"პირველებმა" გაარკვია, რომ 7 ნოემბრის საქმეზე TV პირველის მოსამართლე, ლაშა კლდიაშვილი გააწესეს. კლდიაშვიოლია ის მოსამართლე, რომელმაც პროკურატურას მისცა იმის უფლება, რომ დამოუკიდებელ ტელეკომოპანიაში შემოსულიყვნენ და ამოეღო დოკუმენტები. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პოზიციას, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ პრობლემა არის ძალიან უფრო ღრმა და ბევრად უფრო სიღრმისეული, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მოსამართლის სახელი და გვარია: 

ცხადია, რომ არავითარი ილუზიები ან პირიქით უსაფუძვლო, ნეგატიური მოლოდინები ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო სისტემა რჩება ისეთი, როგორიც იყო ბატონ ლაშამდე და ბატონი ლაშას შემდეგაც არაფერი შეცვლილა ამიტომ, რაიმე ტიპის განსაკუთრებული მოლოდინი ან უარყოფითი ან პოზიციური მის მიმართ არ გვაქვს. თავად მესამე პრეზიდენტს სურს პროცესში მონაწილეობის მიღება თუ ამის შესაძლებლობას მისცემს ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიკურად, თუ არადა ონლაინ ჩართვით დისტანციურად ის მიიღებს პროცესში მონაწილეობას" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, მოსამართლე ლია ორკოდაშვილი გადამწყვეტ მომენტში მესამე პრეზიდენტის საქმეს ჩამოაშორეს. თბილისის საქალაქო სასამართლოდან წასული ლია ორკოდაშვილი "პირველებთან" აღიარებს, რომ 7 ნოემბრის საქმეზე განაჩენის გამოცხადება სურდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. 

ოფიციალური მიზეზი  ორკოდაშვილის საპენსიო ასაკია, თუმცა ოპოზიცია და ადვოკატები ეჭვობენ,  ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმეს შეგნებულად ჩამოაშორეს. 

როგორც მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველთან“ თქვა, გაუხარდებოდა, თუ მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულების შესასძლებლობა ექნებოდა.

მოსამართლე 25 წლიანი სტაჟით აცხადებს იმასაცმ რომ მასზე „რაღაც ზეწოლები ყოფილა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა და ამიტომ აღარ გაგრძელებულა“.

ლია ორკოდაშვილთან ერთად 7 ნოემბრის საქმის მოსამართლეთა კოლეგიის წევრები ნინო ელეიშვილი და მაია ქოქიაშვილი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები