სულ მგონია, რომ ხართ მსხვერპლი ქალბატონი პრეზიდენტის - ზარქუა მსხილაძეს
„სულ მგონია, რომ თქვენ რომ მობრძანდებით პარლამენტში, ხართ მსხვერპლი ქალბატონი პრეზიდენტის,“ - ამ სიტყვებით ქართული ოცნების დეპუტამა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა.
ზარქუასთვის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებიტ მიუღებელია. ზარქუამ სხდომათა დარბაზში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ფაქტობრივად, დაკნინება სცადა.
როდის მორჩება ხმალაობას ვეტოთი ქალბატონი სალომე,“ - მიმართა ზარქუამ მსხილაძეს.
ზარქუას დამაკნინებელ განცხადებას სხდომათა დარბაზშივე უპასუხა გიორგი მსხილაძემ. საპარლამენტო მდივანმა ქართული ოცნების დეპუტატს განუმარტა, რომ ყველა მოტივირებულ შენიშვნასა და ვეტოს, რაც პრეზიდენტს გამოუყენებია, ეთანხმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პოზიციაზე არ დარჩებოდა.
თითქოს მსხვერპლის როლსი ვარ წარმოჩენილი. მინდა, გითხრათ, რომ მე ამაყი ვარ, რომ ვარ საქართველოს მეხუტე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი და სამივე მოტყივირებული შენიშნვნები, ე.წ. ვეტო, რომელიც წარმოვადგინე, აბსოლუტურად ვიზიარებ, ვეთანხმები და მონაწილეობა მაქვს მიღებული მის დაწერაში და წარმოდგენაში ტქვენ წინაშე. ეს, რომ ასე არ იყოს და მე რომ ვთვლიდე, შინაგან წინააღდეგობა, რომ მქონდეს რომელიმე საკითხის მიმართ, არანაირი გარემოება არ არსებობს, რომ მე ამ თანამდებობაზე დავრჩენილიყავი,“ - განაცხადა მსხილაძემ.