სანქცირების კოორდინატორების გაცნხადებები ვიღაცას გულზე მოხვდა - კობახიძე მაკფოლის ინტერვიუზე

03.07.23 13:22
სანქცირების კოორდინატორების გაცნხადებები ვიღაცას გულზე მოხვდა - კობახიძე მაკფოლის ინტერვიუზე

რუსეთის დახმარების გამო, რომ სანქციები ახლოვდება, არ აღიარებს "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, "ვიღაცას" გულზე მოხვდა, რომ საქართველოში ჩამოსულმა სანქციების ჯგუფის სპეციალურმა წარმომადგენლებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ საქართველოს გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდის ავლისთვის.

სპეციალური ჯგუფი იყო საქართველოში ჩამოსული, რომელიც მუშაობს სწორედ სანქციების გვერდის ავლის თემაზე და ამ ჯგუფმა არა მარტო დაადასტურა, ოფიციალურად მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ საქართველოს გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდის ავლისთვის. მაგ ფონზე რას ემსახურება მაკფოლის ინტერვიუ, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. ვიღაცას, როგორც ჩანს, გულზე მოხდა ის განცხადებები, რომლებიც გააკეთეს სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. 

კითხვაზე, არის თუ არა კობახიძის აზრით, მაკფოლი პოლიტიკურად ანგაჟირებული, კობახიძე ამბობს, რომ არ სურს ამ საკითხში შევიდეს და ამბობს, რომ უამრავი ტყუილი ითქვა სანციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით.

მე არ მინდა ამაში შევიდე. ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, როგორც ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან, ისე უკრაინის ხელისუფლების მარალჩინოსნების მხრიდან, კონკრეტული მედიის წარმომადგენლების მხრიდან. ნუ გასაგებია, ისინი პირდაპირ შეკვეთით მუშაობენ და ა.შ.

ჩვენთვის ეს არ არის მთავარი. მთავრი არის ის, რომ არცერთი ფაქტი არ დადასტურდა. ათეულობით მცდელობა აღკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის ფაქტები, დანარჩენი არის უბრალოდ ტყუილი". - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს. 

მსგავსი სიახლეები