სერიოზული რისკია, რომ საქართველოს ბიზნესი გარკვეულწილად სანქციების ქვეშ მოყვეს - დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა, საქართველოს ბიზნესი გარკვეულწილად სანქციების ქვეშ მოყვეს.
დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს ავიაკომპანიები და საქართველოს ბიზნესი რომ სანქცირდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ სიტუაციაში "Georgian Airways"-მა თავი თავად ჩაიგდო.
თუ გამოვლინდა რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული რისკი, რომ საქართველოს ბიზნესი გარკვეულწილად მოყვეს სანქციების ქვეშ. ის, რომ უკრაინა არის ომში ის, რომ უკრაინის ინტერესშია ზუსტად, რომ რეალურად რუსული კომპანიები და რუსეთის ეკონომიკა, რა თქმა უნდა, დაზარალდეს და იზოლაციაში მოექცეს, სწორედ ამის გამო, რომ ფრენების აღდგენას ძალიან დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქართველოს ავიახაზები გაიაშვილის დასანქცირება მოხდა. მე არ მომწონს საქართველოს ავიაკომპანიები და საქართველოს ბიზნესი, რომ სანქცირდება, მაგრამ ეს არის ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც თვითონ "Georgian Airways"-მა ჩაიგდო თავი" - ამბობს ხატია დეკანოიძე.
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.