"სადამსჯელო ღონისძიება", "ვეტოს უფლებასაც ჩამოართმევენ" - ოპოზიცია პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას აკრიტიკებს
სადამსჯელო ღონისძიება პრეზიდენტის წინააღმდეგ - ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებას ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის უფლებების შეზღუდვად აფასებენ.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნება" ზღუდავს.
ხომ არ არის ეს კონკრეტული ცვლილება მორიგი სადამსჯელო ოპერაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ? არის თუ არა ეს ღიად დარღვევა ევრორეკომენდაციების,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.
დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლებასაც ჩამოართმევდნენ, უბრალოდ კონსტიტუციური უფლებაა და კონსტიტუციაში ცვლილება ასე მარტივად ვერ შეაქვთ. იმის ნაცვლად, რომ ინსტიტუტებს ვაძლიერებდეთ, კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებას ვუყურებთ,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.
არის თუ არა ევროპაში ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავს ოლიგარქი იატაკქვეშეთიდან,“ - ამბობს რომან გოცირიძე.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ქართულ ოცნებაში პრეზიდენტისთის ცესკოს თავმჯდომარის წარდგენის უფლების ჩამორთმევაში პრობლემას ვერ ხედავენ და სალომე ზურაბიშვილს შარლ მიშელის რეკომენდაციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
სხვა კანდიდატების მხარდაჭერა ვერ არის უმრავლესობის მხრიდან და ეს პროცესი, როგორ გგონიათ, პოლარიზაციას უწყობს ხელს თუ დეპოლარიზებას,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება თუ სურს პრეზიდენტს, მაშინ, ზუსტად ის მოდელი უნდა წარმოგედგინათ, რომელიც იმ შეთანხმებაში იყო შემოთავაზებული," - ამბობს ანრი ოხანაშვილი.