600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, აღარ კვდება, სტრასბურგი დაეხმარა - კობახიძე
600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ პროტესტს ვერანაირი ფასი ვერ ექნება.
თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება“ , - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ელჩი: ყალბი დილემაა თითქოს საქართველოს არჩევანის გაკეთება საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის უწევს
ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკი მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (SANGU-ს) სტუმრობისას, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.