ხელოვნურად კრიზისის შექმნის მცდელობას ვხედავთ ცესკოში - კობახიძე პრეზიდენტს ადანაშაულებს
"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ცესკოში ხელოვნური კრიზისის შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს. პარტიის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციური პარტიების ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.
ვხედავთ აშკარად იმის ნიშნებს, რომ არის ცესკოში ხელოვნურად კრიზისის შექმნის მცდელობა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და კანონი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიღებული და რომელზეც დაიძლევა დღეს ვეტო, ემსახურება სწორედ ასეთი ინსტიტუციური კრიზისის პრევენციას. შეიძლება დაარღვია სამართლიანობის პრონციპი და მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის მიხედვით ეს ადამიანები იყვნენ საუკეთესოები, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამმა ადმაიანმა უმაღლეს დონეზე ჩაატა, როგორც თვითმმართველობის, ასევე შუალედური არჩევნები, პრეზიდენტმა უარი თქვა მათ წეარდგენაზე, ერთადერთი იმ მნიზეზით, რომ ამ კანდიდატებს მხარს არ უჭერდა ენმ, ვაშაძე, ლელო და აშ. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.