ვინც დაავალა პრეზიდენტს შეწყალება, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღრმავება - კობახიძე

03.07.23 13:34
ვინც დაავალა პრეზიდენტს შეწყალება, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღრმავება - კობახიძე

„ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღრმავება,“ – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სხვისი დავალება შეასრულა და ამით პოლარიზაციის გაღრმავებას ხელი შეუწყო.

ვინც უყურა ბოლომდე ამ პრესკონფერენციას ყველას ჰქონდა შთაბეჭდილება იმისა, რომ ის გაურბოდა შეკითხვებს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი თვითონ იწვევს პრესკონფერენციას, მან, რა თქმა უნდა, საკმარისი პატივისცემა უნდა გამოავლინოს ჟურნალისტების მიმართ. პრეზიდენტს შეფასებაც არ გაუკეთებია გვარამიას დანაშაულთან დაკავშირებით და იწყალებს მას. ეს თავისთავად უკვე ნიშნავს პოლარიზაციის მხარდაჭერას. ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღრმავება,“ - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები