ოპოზიციის განცხადებები ფანტასმაგორიულია, გაგიკვირდება, რომ ქართველები არიან - ვოლსკი
"ოცნების" წევრი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ მაკფოლის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციამ ფანტასმაგორიული განცხადებები აკეთა.
ვოლსკი ამბობს, რომ ოპონენტების პოლიტიკური მთელი აქტივობა საკუთარი ქვეყნის დაზიანებისაკენ არის მიმართული.
"ისეთ თემასთან დაკავშირებით ათასი სახის მოგონილი და რაღაცა ფანტასმაგორიული განცხადებები იქნა გაკეთებული. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სიღრმისეულად უნდა შევხედოთ საკითხს. საქართველოსთან დაკავშირებით დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ იმდენად აგრესიულია, რომ გაგიკვირდება მათი ეთნიკური წარმომავლობა, რომ ისინი ქართველები არიან, რომ მათი ეს პოლიტიკური მთელი აქტივობა მიმართულია საკუთარი ქვეყნის დაზიანებისაკენ" - ამბობს გია ვოლსკი.
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.