მაკფოლის, ინტერვიუების მიცემას, შევიდენ სალივანთან და დააყენოს ივანიშვილის დასანქცირების საკითხი - ნათელაშვილი

03.07.23 13:53
მაკფოლის, ინტერვიუების მიცემას, შევიდენ სალივანთან და დააყენოს ივანიშვილის დასანქცირების საკითხი - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მაიკლ მაკფოლის ურჩევს, ინტერვიუების მიცემას, ბაიდენის თანაშემწე სალივანთან შევიდეს და სასწრაფოდ მოითხოვოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

"ივანიშვილზე ამ ნორმების გამოყენება აგვიანებს კატასტროფულად. მაიკლ მაკფოლი შარშანაც გვპირდებოდა იგივეს, მაგრამ გავიდა ზაფხული, შემოდგომაც და ზამთარიც და ეს არ განხორციელდა, ამიტომ მე ძალიან პატივცემულ მაკფოლს ვურჩევ ინტერვიუების მიცემას, შევიდეს ბაიდენის თანაშემწე სალივანთან და დააყენოს ივანიშვილის დასანქცირების საკითხი, რადგან სწორედ სალივანი ჩემი ინფორმაციით არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც აბრკოლებს ამ თემის გადაწყვეტას" - შალვა ნათელაშვილი.

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს. 

მსგავსი სიახლეები