პარლამენტი თავდაცვის ახალ კოდექსზე მუშაობას უბრუნდება
პარლამენტი თავდაცვის ახალ კოდექსზე მუშაობას უბრუნდება. შეცვლილი კოდექსის თანახად, წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას თავს ვეღარ აარიდებენ.
ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ მთავრობამ რეფორმა "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" წინააღმდეგ წამოიწყო, რადგან სწორედ პარტია გირჩმა მიისცა ათასობით ახალგაზრდას საშუალება სამხედრო სამსახურში არ წასულიყვნენ.
გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, სასულიერო პირებს - მართლმადიდებელი ეკლესიიდან უფლება ექნებათ არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრს ეს უფლება ჩამორთმეული აქვს. თუ ჯარში გაწვევაზე უარს იყვიან, ისინი ალტერნატიულ შრომას უნდა დათანხმდენენ.
მიმაჩნია, რომ შევიმუშავეთ ძალიან კარგი ახალი კოდექსი თავდაცვის, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. ჩვენ დავარეგულირეთ, მათ შორის, წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები. რომელიც ძალიან მოქნილი და პოპულარული იქნება ახალგაზრდებში. მინიმუმ, 6-თვიანი იქნება, იქნება 8-10-11 თვიანი პროგრამები იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ასევე, სტუდენტებისთვის მოვიფიქრეთ ახალი გამოსალი, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი, რომელიც ამ ახალ პროგრამაში ჩაერთვება და ერთ თვეს დაყოფს, გაატარებს დროს და მიიღებს მონაწილეობას ჯარში, 4 წლის თავზე ან 4 თვის დასრულების შემდეგ, მას ჩაეთვლება სამხედრო სამსახური მოხდილად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.