არჩევნების გასაყალბებლადაა გაკეთებული - იაგო ხვიჩია თავდაცვის კოდექსზე

03.07.23 15:19
არჩევნების გასაყალბებლადაა გაკეთებული - იაგო ხვიჩია თავდაცვის კოდექსზე

ცვლილებები თავდაცვის კოდექსში - ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ მთავრობამ რეფორმა "ბიბლიური თავისუფლების" წინააღმდეგ წამოიწყო, რადგან სწორედ პარტია "გირჩმა" მისცა ათასობით ახალგაზრდას საშუალება სამხედრო სამსახურში არ წასულიყვნენ.  

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ამომრჩეველზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

ყველაზე მთავარი უბედურება არის ის, რომ ადამიანებს უფასო მუშახელად შლაგბაუმზე და „ვიშკაზე“ დააყენებენ და ის, რაზეც პრემიერი საუბრობს, რომ მაგარ ჯარს ვაკეთებ და რეფორმას, ამოქმედდება 2025 წლიდან. ვის ეხება და ვის არ ეხება გაწვევა - ა-დან ძ- ქვეპუნქტამდე არის მორგებული ისე, რომ არცერთი პოლიტკოსის, პარლამენტის წევრის, მინისტრის შვილი, როგორც აქამდე არ დადიოდა ჯარში, არ ივლის და ყველაზე ღატაკ მოსახლეობას შეეხება. წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ჯარში მხოლოდ ის მიდიოდეს, ვისაც უნდა ჯარში წასვლა, ამისთვის სულ 50 მილიონამდეა საჭირო, 70 მილიონიან კონცერტებს ვხარჯავთ ბათუმში, მაგრამ მთავარი მოაცანა გახლავთ ის, რომ ეს არჩევნების გასაყალბებლადაა გაკეთებული, რომ არჩევნების გაყალბება შეძლონ იმით, რომ ადამიანებზე მოახდინონ ზეწოლა, რომ 41-ს თუ არ შემოხაზავ, წაგიყვანთ ჯარში,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.