რატომ დაუწესდა სანქციები გაიაშვილს - საქართველოს მთვარობა უკრაინისგან განმარტებებს ითხოვს

03.07.23 15:21
რატომ დაუწესდა სანქციები გაიაშვილს - საქართველოს მთვარობა უკრაინისგან განმარტებებს ითხოვს

საქართველოს მთვარობა უკრაინისგან განმარეტებებს ითხოვს, რატომ მიიღეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და რატომ დაუწესეს შეღუდვები ქართული ავაიხაზების დამფუძნებელს. 

ლევან დავითაშვილი ფიქროს, რომ ამ თემით სპეკულირება ხდება, რაც მისი თქმით, უპასუხისმგებლობაა.

დავითაშვილი ასევე ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოპოზიციონერები თავიანთი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

"თქვენ მოისმინეთ აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთა, და შესრულება. ეს არის უმაღლესი წარმომადგენლების მკაფიო პოზიცია. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ოფიციალურ განცხადებებს, ოფიციალური პირების. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით საქართველო და დაიმსახურა მადლობა, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ. ვფიქრობ რომ ამ თემით სპეკულირება არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ ასეთ პროცესებს, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე უნდა ითქვას, ისევ საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორი ადამიანები, უცხოელები და ასე შემდეგ, თუმცა, ჩვენ მოდით დავეყრდნოთ ოფიციალურ კომუნიკაციას და ინფორმაციას, საქართველომ დაიმსახურა მადლობა. 

ამ განცხადებების ავტორებმა უნდა განმარტონ და ასევე ნებისმიერი ასეთი განცხადება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ". - განაცხადა დავითაშვილმა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ადასტურებს ადასტურებს, რომ ზაფხულში სანქციების ჯგუფის რეკომენდაციებში შესაძლოა, რამდენიმე ცნობილი ქართული გვარი მოხვდეს.