რატომ გეშინიათ! - სააკაშვილი "ოცნების" ლიდერებს დებატებში იწვევს

03.07.23 15:41
რატომ გეშინიათ! - სააკაშვილი "ოცნების" ლიდერებს დებატებში იწვევს

მომეცით, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის უფლება - სააკაშვილის პოლიტიკური გზავნილი სასამართლოდან.

მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას უკეთებს მმართველ პოლიტიკურ ელიტასაც და ამბობს, რომ ხალხმა უნდა გადაწყვტოს ვინ არის მართალი.

"რატომ გეშინიათ, რომ ღიად ვილაპარაკოთ, მომეცით საშუალება, მივიღო ღიად დებატებში მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე, ჩვენი გზა იყო სწორი თუ თქვენი? თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ გეშინიათ, რომ სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში?.. ნუ ვართმევთ ქართველ ხალხს საშუალებას, თავად გააკეთონ არჩევანი",  - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შიგნიდან თავს ძლიერად გრძნობს. 

"მიუხედავად ყველაფრისა მაინც დავიცავთ უკრაინას, საქართველო იქნება ერთიანი". - ამბობს მესამე პრეზიდენტი.

ამასთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. ამისთვის კი სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, გაერთიანება. 

საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. წკიპზეა რუსეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აფხაზეთში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშვიდობიანად, მომავალი ვერავინ უნდა წაგვართვას. მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება"- დასძინა სააკაშვილმა.