ჩემ წინააღმდეგ საქმეები ივანიშვილმა პუტინის დავალებით აღძრა - მიხეილ სააკაშვილი

03.07.23 15:45
ჩემ წინააღმდეგ საქმეები ივანიშვილმა პუტინის დავალებით აღძრა - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილმა აღძრა ეს საქმეები პუტინის დავალებით - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი აკეთებს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს პირდაპირ თქვა, რომ ის პუტინის პიორადი პატიმარია და ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის დავალებები ოლიგარქმა ივანიშვილმა შეასრულა.

როდესაც ვიყავი ოდესის გუბერნატორი, ივანიშვილმა აღძრა ეს საქმეები პუტინის დავალებით... მე ივანიშვილმა გამიკეთა ეს უბედურება... ეს არის ივანიშვილის პუტინის დავალების შესრულება, მაგრამ მალე არც პუტინი იქნება და შესაბამისად, ვერც მისი დამქაშები ვერ იჯეჯილებენ საქართველოში და ვერ გააგრძელებენ ასეთ უსამართლობას, ამაში მე ვარ დარწმუნებული“, - ამბობს სააკაშვილი.