დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ! - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

03.07.23 16:00
დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ! - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას - ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაც მის თავს ხდება "ივანიშვილის ხელით განხორციელებული პუტინის შურისძიებაა". 

ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მაგრად დადექით და ყველაფერი დამთავრდება გამარჯვებით, ამაში დარწმუნებული ვარ. არ შეგვეშინდეს, „ვარდების რევოლუციის“ დროს არ შემეშინდა, არც 2021 წელს. დავბრუნდი თქვენი ე.წ. სასამართლოს პირობებშიც კი. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, შევიკრათ. ევროპა, ევროპარლამენტარები ითხოვენ, ჩემი ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო, ჩემი ოჯახის, უკრაინისა და ჩემ წინაშე ბოდიში მოიხადოთ. მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას. არ მინდა, თქვენი ოჯახები იყვნენ ამ მდგომარეობაში. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება. ერთიანობით უკრაინაც აუცილებლად გაიმარჯვებს. არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციაში, 2008 წელს, როცა არ დავტოვე თბილისი და საქართველო. რას გადავარჩინე თბილისი. შევძლებთ, ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა, დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ. მშვიდობა მოიპოვება დიალოგით, ამას ერთად გავაკეთებთ"- ამბობს სააკაშვილი.