ევროკავშირის ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან ვერ შევა - სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

03.07.23 16:28
ევროკავშირის ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან ვერ შევა - სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს მიეცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის შოთა თუთბერიძის განმარტებით, პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ დადებული პირობა, რომ სამედიცინო ჯგუფს სააკაშვილის მონახულების უფლება არ შეეზღუდებათ, არ შესრულდა. თვეებია, რაც ექიმთა ჯგუფი მესამე პრეზიდენტის მონახულებას ვერ ახერხებს.

შუამდგომლობა ეხება ევროკავშისის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს რამდენიმე თვეა, ეს არ ყოფილა დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი ან შექმნილი ექიმთა ჯგუფი, ეს იყო, როგორც უკვე აღვნიშნე, მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაწყვეტილი საკითხი, რომელზეც საქარტველოს რპემიერმინისტრი შეპირდა ევროკაცვშირის წარმომადგენლებს, რომ არ იქნებოდა ხარვეზები და შეფერხებები დაშვების თვალსაზრისით, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, ვხედავთ, რომ ამ ეიმებმა დღემდე ვერ მოახერხეს შესვლა სხვადასხვა აბსურდული მიზეზებით,“ - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატი ასევე ითხოვს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას. ამ წინადადების დაყენების უფლება ადვოკატს მას შემდეგ მიეცა, რაც საქმის მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი გახდა.

მომავალ პროცესზეც ჩვენი პოზიცია იქნება უცვლელი, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ამ საქმეში უნდა დაიწყოს ხელახლა, იმიტომ, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკის თანახმად და საქართველოში ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა მოსამართლე ერთვება საქმეში, რომელიც მანამდე არ მონაწილეობდა მტკიცებულებათა გამოკვლევაში, მხარეებს აქვთ უფლება მოითხოვონ მტკიცებულებათა გამოკვლევა მოსამართლის თანდასწრებით,“ - ამბობს შოთა თუთბერიძე.