"ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

03.07.23 16:38
"ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და ვეტო დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33 - წევრმა მისცა.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტს, ის მმართველმა პარტიამ 78-ხმით დაამტკიცა. 14-მა დეპუტატმა "ოცნების" კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 

შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.

ოპოზიცია ამ ცვლილებებს აპროტესტებს, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება კობახიძე -ღარიბაშვილის გუნდს ერთპიროვნულად უნდა.