ვულოცავ ხელისუფლებას, ოპოზიციას, წავა ხვალ ვარლამი – ხუხაშვილი
ვულოცავ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას - ასე აფასებს ექსპერტი რიონის ხეობის მცველთა გადაწყვეტილებას, დატოვონ თბილისი და საპროტესტო მუხტი ჰესის მშენებლობის ადგილას გადაიტანონ.
ვულოცავ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას - წავა ხვალ ვარლამი და შეძლებთ მშვიდ, ჩვეულ გარემოში გააგრძელოთ ჭუკჭუკი ხალხისგან ცოტა ზემოთ - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დღეს განაცხადა, რომ საპროტესტო მუხტის ადგილი ხვალიდან შეიცვლება.