პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - "გირჩი" ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" კენჭისყრის მონაცემები გააყალბა

03.07.23 17:06
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - "გირჩი" ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" კენჭისყრის მონაცემები გააყალბა

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - "გირჩი" ამტკიცებს, რომ ქართულმა ოცნებამ კენჭისყრის დროს მონაცემები გააყალბა. "გირჩის" წევრის სანდრო რაქვიაშვილის მტკიცებით, საერთო ჯამში ქართულ ოცნებას 78 დეპუტატი არ ჰყავდა.

მგონი, იქით არ არის 76 ხმა და თუ შეიძლება, გადათვალეთ რა, თქვენც ჩაგთვალეთ, გთხოვთ რომ გადათვალოთ 76 ადამიანი. მე გადავთვალე 72-ია,“ - მიმართა სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

მიმართვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თავად რაქვიაშვილს ურჩია ხმების გადათვლა. ქართულ ოცნებაში ამტკიცებენ, რომ დარბაზში საკმარისი რაოდენობის დეპუტატი იყო იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაეძლიათ.

78 ვიყავით დარბაზში და კიდევ 2, ვინც ვრ მოასწრო. ბოლო დროის ტენდენცია, რასაც ვაკვირდები, ქალბატონი პრეზიდენტი, ვეტოებს იქნევს წაღმა-უკუღმა, არც მოტივირებული არგუმენტი, ან კონკრეტული მტკიცებულება, თუ რატომ იყენებს, ვერ დავინახეთ. ქალბატონმა პრეზიდფენტმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ის კანდიატურა, რომელიც ჩვენ მიერ იყო შეთანხმებული, არ წარმოადგინა, ვერ მივხვდი, საფუძველი რა არის. თვითონაც თქვა, რომ კომპეტენტური იყო ბატონი კალანდარიშვილი, მაგრამ არ მომწონს, მაგრამ ეს არ არის საფუძველი უარის თქმის,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

მსგავსი სიახლეები