ძალიან ცუდი ამბავია, მოსკოვს გაუხარდება - ჯაფარიძე უკრაინიდან ელჩის გამოძევებაზე
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ უკრაინიდან საქართელოს ელჩის გამოძევება ძალიან ცუდი ამბავია და პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვს გაუხარდება, რადგან მათ აწყობთ, რომ საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდეს.
ოპოზიციონერი ლიდერი ახლა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ დაუშვას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ომში მყოფ ქვეყანასთან.
ძალიან ცუდი ამბავია. ჩვენი უახლოესი სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ პრაქტიკულად დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, რადგან მოითხოვა რომ დატოვოს ელჩმა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის. ისედაც მინიმალურად არის დაყვანილი ურთიერთობები ოცნების მეცადინეობით. ერთ-ერთი მაგალითი მითხარით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი ჩასულიყოს კიევში. თითოელ სიტყვას წონიდნენ, ამან ისე თქვა, ომში არის ეს ქვეყანა, იბრძის გადარჩენისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის, თავისი ქვეყნის და ხალხის გადარჩენისთის და ამ მდგომარეობაში როდესაც არის ქვეყანა, შენ უნდა იყო მის გვერდით, ამ ვალდებულებას ვერ გრძნობენ "ოცნების" წამომადგენლები, რადგნა მათი უპირველესი დავალეებაა, რომ ისეთი რამე არ თქვან, რომ მოსკოვი გააღიზიანონ. ეს შეფასდება მოსკოვის ხმრიდან დადებითად, გაუხარდებათ. რუსეთისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუარესება არის პირდაპირ ის, რა სურვილიც აქვს რუსეთს.
ახლა საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ არ დაუშვას დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინასთან. - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩი ქვეყნიდან გამოაძევა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა.
ზელენკკიმ ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში უკან არ დაიშვება, ვიდრე უკრაინას არ დაუბრუნებენ მის მოქალაქეს მიხეილ სააკაშვილს!