"ოცნებამ" გაყიდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები - კუპრაძე
"ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოცნების ანტიდასავლურმა და ძალადობრივმა პოლიტიკამ გააქრო საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგიდან.
კუპრაძე პირდაპირ აცხადებს, რომ მმართველმა გუნდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები გაყიდა.
ქართული ოცნების ანტიდასავლურმა და ძალადობრივმა პოლიტიკამ გააქრო საქართველოს საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგიდან და ამაზე მოიუთითებს ურუსლა ფონ დერ ლაიენის ის განცხადება, რომ ევროკავშირი არ წარმოუდგენია მოლდოვას, უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების გარეშე. აქ საქართველო აღარ ფიგურირებს. "ქართულმა ოცნებამ" გაყიდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესები". - ამბობს კუპრაძე.
საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში აღარ არის. განცხადება ევროკავშირის გაფართოების შესახებ ურუსლა ფონ დერ ლაიენმა გუშინ გააკეთა. ევროკომიის პრეზიდენტმა ამ კონტექსტში მხოლოდ მოლდოვაზე, უკრაინაზე და ბალკანეთის ქვეყნებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ ქვეყნების გარეშე ევროკავშირის გაფართოება წამროუდეგენლია - საქართველო კი მას არცერთ განცხადებაში არ უხსენებია.