მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
მშენებლობაზე 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. "პირველების" ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი მერვე სართულიდან გადმოვარდა.
ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენად დაცულია უსაფრთხოების ზომები მშენებლობაზე, ჯერჯერობით, უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო.