ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას - პაპუაშვილი
უკრაინის პრეზიდენტის დემარში და მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზელენსკის გადაწყვეტილებას ტვიტერში ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია და უკრაინულ მხარეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებას ურჩევს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, რათა გაიმარჯვოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე.
სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა. ამრიგად, თვითდაზიანებისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც სააკაშვილის პოლიტიკური სტრატეგია ციხიდან თავის გათავისუფლების მიზნით, მიუღებელი და ამორალურია," - წერს პაპუაშვილი.