ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, „ვაგნერი“ კი - ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

04.07.23 23:12
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, „ვაგნერი“ კი - ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, „ვაგნერი“ კი - ტერორისტულ ორგანიზაციად.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ევგენია კრავჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ მრავალი ქვეყანა რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს.

დღეს, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობა დასრულდა საბოლოო დეკლარაციის მიღებით, რომელშიც, ნათქვამია, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ვაგნერ ჯგუფი“ რუსეთის მთავრობის სახელით შეიძლება სამართლიანად დავახასიათოთ, როგორც ტერორისტი"- წერს კრავჩუკი.