ივანიშვილს სააკაშვილის ისე ეშინია, რომ მზად არის, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს - ნადირაძე
ივანიშვილს სააკაშვილის ისე ეშინია, რომ მზად არის, მოძმე უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელისუფლებას ურჩევს, გაიაზროს, რამდენად დამღუპველი შედეგი შეიძლება ამან მოიტანოს.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად ეშინია მიხეილ სააკაშვილის და იმდენად დიდია მისი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს, რომ ის მზად არის ამისთვის, ჩვენს მოძმე უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც გაწყვიტოს. მაგრამ უნდა გაიაზრონ, რამდენად დამღუპველი იქნება ეს ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.