სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კონსულტაციების საგანი ვერ გახდება - თალაკვაძე ელჩის გამოძევებაზე

05.07.23 11:45
სააკაშვილის საკითხი პოლიტიკური კონსულტაციების საგანი ვერ გახდება - თალაკვაძე ელჩის გამოძევებაზე

"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევების საკითხს უსამართლობად აფასებს.

ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სამართლებრივია და ელჩტან პოლიტიკური კონსულტაციების საგანი ვერ გახდება. 

უცნაურია, როდესაც უკრაინა ებრძვის რუსეთს და ომშია რუსეთთან, გონჩარენკო საქართელოსთან ბრძლით არის დაკავებული, თუმცა, ვიმეორებ, ასეთი განცხადებები ვერ შეასუსტებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას როგორც შეუძლია. რაც შეეხება ელჩს, გონჩარენკო იმ ელცზე ლაპარაკობს, რომელიც მთელი ომის განმავლობაში, მათ შორის, როცა თავდასხმა იყო კიევზე და კიევი იბომბებოდა, ის დარჩა უკრაინაში. საქართველოს ელჩი და საქართელო განაგრძობდა კიევში საქმიანობას, საერთაშორისო კონვენციების და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, როდესაც ადამიანი დანაშაულს სჩადის ერთი ქვეყნის  იურისდიქციაში, ის პასუხს აგებს იმ ქვეყნის წინაშე, იმ ქვეყნის კანონმდებლობით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის სამართლებრივი და ის რაღაც პოლიტიკური კონსულტაციების საგანი ვერ გახდება. საქართველოს სასამართლომ და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო და რა თქმა უნდა, ელჩის კონსულტაციების მოყვანა აქ აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საერთაშორისო  სამართლის პრინციპებთან, - თქვა თალაკვაძემ. 

მსგავსი სიახლეები