უმუშევრობის შემცირება ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებამ გამოიწვია - დავით ჭიჭინაძე

05.07.23 11:55
უმუშევრობის შემცირება ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებამ გამოიწვია - დავით ჭიჭინაძე

პრემიერის განცხადებას ქვეყანაში უმუშევრობის შემცირების თაობაზე, "ტრიბუნას" ლიდერი ეთანხმება, თუმცა იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ეს შედეგი გამოიღო.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ უმუშევრობის შემცირების მთავარი მიზეზი მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებაა. მისი თქმით, მსგავს სამუშაო ადგილებს ხელისუფლება გაზრდილ დასაქმებად ტყუილად მიიჩნევს და ის მიზერ ხელფასსაც, რაც მოქალაქეებს აქვთ, ისევ და ისევ ქვეყნიდან გასაქცევი  ბილეთის საყიდლად აგროვებენ. 

უმუშევრობის შემცირებაზე გვესაუბრება პრემიერი მუდმივად და დიახ, ის ამჯერად არ იტყუება, უმუშევრობა ნამდვილად შემცირდა,  ხალხის ისეთი გადინებაა ქვეყნიდან.
300-400 ლარიანი ანაზღაურება კი სოციალური დახმარებაა და არაა დასაქმება,
რადგან წაარმოუდგენელია, ოჯახმა 300 ლარად იარსებოს, ცხოვრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.

ასე რომ, ტყუილად ითვლიან  გაზრდილ დასაქმებად  მსგავს ადგილებს
და თან ამ კაპიკებსაც  უმეტესობა ხომ მხოლოდ იმიტომ აგროვებს, რომ ქვეყნიდან გასაქცევი ბილეთი იყიდონ, - ამბობს დავით ჭიჭინაძე. 

 

მსგავსი სიახლეები