ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გააფუჭოს - გრიგოლ გეგელია

05.07.23 12:01
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გააფუჭოს - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხს ხელისუფლება დადებითად არ გადაწყვეტს და მას უკრაინას არ გადასცემს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნება" ურკაინასთან ურთიერთობების გაფუჭბეას განზრახ ცდილობს, სააკაშვილს კი მტრის ხატად იყენებს. 

მეტი ალბათობით სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ წავა წინ, რადგანაც ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გაფუჭდეს ურთიერთობები უკრაინასთან, იმისთვის, რომ არ დასტაბილურდეს ძალიან პოლარიზებული და არაჯანსაღი სიტუაცია ამ ქვეყანაში და იმისათვის, რომ სააკაშვილი გამოიყენოს მტრის ხატად ამომრჩევლის დასაშინებლად და ოპოზიციის მათ შორის სააკაშვილის არმომხრე ოპოზიციის დემონიზების მიზნით, - ამბობს გეგელია. 

მსგავსი სიახლეები