თავდაცვის სადავო კოდექსის განხილვა დღეს გაგრძელდება - ოპოზიცია აქციას აანონსებს
თავდაცვის სადავო კოდექსის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება. "ქართული ოცნება" კანონის მიღებას, რომელიც ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლას ავალდებულებს, მაღალჩინოსნების შვილებს კი ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებს, ჩქარობს.
ცვლილებებს კოდექსში ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი რეპრესიულია, შერჩევითია და მის გამოყენებას ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მოსახლეობაზე მანიპულირებისთვის აპირებს.
ოპოზიცინერი პოლიტიკოსებმა პარლამენტის წინ აქცია უკვე დაანონსეს, რომელიც 19:00 საათზე გაიმართება.
"ეს არის ქართული ჯარის განადგურების და გაფარჩაკების კოდექსი, კაცმა რომ თქვას. იქიდან გამომდინარე, რომ კოდექსში არ არის დასახელებული ვის წინააღმდეგ არის ეს, ვინ არის მტერი. ფაქტობრივად, თავზე გადაიხია გუშინ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის რეგლამენტი,სულ რომ რაღაცას ეძახიან. მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ გაიტანენ ამ კანონს, რომ პარლამენტში ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები წესიერად დაგვხმარებოდნენ. უნდათ შეაშინონ 200 000 კაციანი ჯგუფი და მათი ოჯახის წევრები, რომ შენ იქნები იმ 50000-დან და დანარჩენი ქოცები, რომლებიც იტყვიან, რომ მე "ქართულ ოცნებას" ვხაზავ, იმას არ შევაწუხებ ჯარში წასვლით. ასეთი ტიპის ბოროტება, რასაც ჩვენ გვთავაზობენ როგორც ქართული ჯარის გაძლიერების პროექტს. ვთხოვთ 19:00 საათიდან შეიკრიბონ პარლამენტის წინ და ერთმანეთი გავამხნეოთ" - ამბობს პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.