სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციების ვერ დაიწყება - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ელჩთან კონსულტაციები არ გაიმართება. ირაკლი კობახიძის თქმით, იმ ნაბიჯების შემდეგ, რაც უკრაინამ გადადგა, მათი შემდეგი ქმედებები საინტერესო აღარ არის.
იმ ნაბიჯის ფონზე რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციების ვერ დაიწყება. აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს უკრაინაში ქვეყნის დასატოვებლად 48 საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება. ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, გიორგი ზაქარაშვილმა ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე უნდა გამართოს.