უსამშობლო არახამიას სერიოზული პრობლემები აქვს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმდჯომარე თავს უკრაინელ მაღალჩინოსანს, დავით არახამიას ესხმის და მას "უსამშობლოს" უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, არახამიას "სერიოზული პრობლემები" აქვს.
რაც შეეხება პირადად არახამიას, მას არ აქვს სამშობლო, არც უკრაინა არ არის მისი სამშობლო, არც საქართველო, არც რუსეთი, არცერთი სამშობლო არ აქვს მას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინა და საქართველო. აქედან გამომდინარე, ის მოქმედებს არაპატრიოტული ინტერესების კარნახით უკრაინის მიმართ ან საქართველოს მიმართ, ის მოქმედებს სხვა ინტერესების კარნახით, რაზეც არ მინდა მე დეტალებში საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კაცი ვერ იქნება ვერანაირად ღირებული, იქიდან გამომდინარე, რომ მას სერიოზული პრობლემები აქვს, - თქვა კობახიძემ.