კვორუმი არ შედგა - თავდაცვის სადავო კოდექსის განხილვა "ოცნებამ" ვერ მოახერხა

05.07.23 13:12
კვორუმი არ შედგა - თავდაცვის სადავო კოდექსის განხილვა "ოცნებამ" ვერ მოახერხა

პარლამენტის სხდომა ჩაშლილია  - თავდაცვის სადავო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვა "ოცნებამ" ვერ მოახერხა. ხელისუფლებამ სხდომათა დარბაზში კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების მობილიზება ვერ შეძლო.

ერთ-ერთი ვერსიით, "ოცნების" მაშველი რგოლის საკუთარ თავზე მორგება ოპოზიციონერმა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ სცადა, რომელიც კვორუმის შესაქმნელად ხმას ოპოზიციონერი კოლეგების ნაცვლად აძლევდა, თუცმა საბოლოოდ, მისი სპეცოპერაციაც ჩავარდა.

"გირჩის" მტკიცებით, ასე მოხდა, მაგალითად,  თაკო ჩარკვიანის შემთვევაში, რომელიც სხდომათა დარბაზში დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა, თუმცა კენჭისყრაში მის  ნაცვლად მონაწილეობა, სავარუდოდ, როსტომ ჩხეიძემ მიიღო. იგივე მდგომარეობაა გუბაზ სანიკიძის შემთხვევაშიც, რომელიც სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მაინც მიიღო. 

აღმოჩნდა რამდენიმე ოპოზიცონერი, რომლებიც ჯერ საერთოდ არ იყვნენ დარბაზში, მაგალიტად, ბატონი ნიკა მაჭუტაძე საერთოდ არ იყო, ბატონი გუბაზ სანიკიძ საერთოდ არ იყო, თუ არ ვცდები, არც ქალბატონო თაკო ჩარკვიანი არ იყო, და-ძმა ჩხეიძეებმა, ჩვენი ეჭვით, და ახლა ამსა ამოვიღებთ დადავადასტურებთ, სხვის მაგივრადაც მაიჭირეს ხელი და ეხმარებოდნენ ქოცებს კვორუმის შექმნაში. პროფესოირ კაცი, ღვაწლმოსილი ადამიანი და ტაღლითურად, სხვა ადამიანებს ღილაკებს აწვება ხელს და ამით ქოცებს კვოტას უვსებს. გავარკვიოთ, ვინ არის წოცი მართლა და ვინ არის ოპოზიცონერი და მორჩეს ეს პკულაცია. თაკო ჩარკვიანი სხვას რომ აბრალებს ქოცობას და სუსის აგენტობას, აგერ, როცა მთელი ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რმ კვორუმი ჩაგვეგდო და კვორუმი მართლა ჩავვარდა, ეს ქოცებტან შეკრული ხალხი გამოვიდა და სხვის მაგივრად აწვებოდა, - ამბობს იაგო ხვიჩია. 

"პირველებმა" განმარტებების მოსმენა როსტომ ჩხეიძისგან სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

მსგავსი სიახლეები