"შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით, მაშინ მობრძანდებით და იმუშავებთ" - მდინარაძე ოპოზიციას

05.07.23 13:23
"შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით, მაშინ მობრძანდებით და იმუშავებთ" - მდინარაძე ოპოზიციას

თავდაცვის სადავო კოდექსის განხილვის ჩავარდნის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ნიშნისმოგებით საუბარი დაუწყო და უთხრა, რომ საკითხის განხილვაზე მისვლა მაინც მოუწევთ. სახელისუფლებო გუნდის წევრმა ოპონენტებს უთხრა, რომ შვებულება არ ექნებათ და პარლამენტში მისვლა მაშინ მოუწევთ, როცა სხდომა ჩაინიშნება. 

ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა ზუსტად იციან, რომ საქართველოში არ არის იმდენი დეპუტატი, მხოლოდ უმრავლესობამ რომ შექმნას დღეს კვორუმი. ამის შესაძლებობა არ იძლევა, ფრანკოფონის ღონისძებაზეც არის დღეს ჩვენი კოლეგები, შესაბამისად, მცდელობასაც ვერ შევძლებთ იმისას, რომ ჩვენ დღეს კვორუმი შევქმნათ მარტო უმრავლესობით. თავის დროზე ჩვენი პატივცემული კოლეგები ამას ეძახდნენ „საბოტაჟს“ და კარგია, რომ დაფიქსირდა, რომ ეს ყოფილა საპარლამენტო ინსტრუმენტი და გამოიყენეს ეს ინსტრუმენტი. ეს ქიქნება აგვისტოს რისხვები თუ ივლისის ბოლო რიცხვები, მობრძანდებით და იმუშავებთ, ეს გაუკეთეთ ახლა საკუთარ თავს. მერე რომ იხვეწებოდით ხოლმე რაღაცა შვებულებებს, შვებულება არ გექნებათ, როცა ვიტყვით, როცა შევიკრიბებით, მაშინ მობრძანდებით და იმუშავებთ და მიხვდებით, რა არის საპარლამენტო მუშაობა, - თქვა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ტავდაცვის დასავო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რადგან კვორუმი არ შედგა.  

მსგავსი სიახლეები