საქართველო უწყვეტ ომშია, მხარს ვუჭერთ სამხედრო ვალდებულების მოხდას - უსუფაშვილი
"ლელოს" წევრმა დავით უსუფაშვილმა თავდაცვის კოდექსის განხილვის მნიშვნელობასა და პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრმა განაცხადა, რომ "ლელო" მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.
საქართველოს დაცვა ყოველი მოქალაქის ვალია. "ლელოსთვის“ ამ სიტყვებს აქვს ძალიან ღრმა მნიშვნელობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს სტანდარტის შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროფესიულ, კარგად გაწვრთნილ, კარგად ანაზღაურებულ არმიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხედრო ვალდებულების მოხდას ორი შესაძლო ფორმით: 6 თვიანი ინტენსიური სამხედრო სწავლება ან 6 თვიანი ინტენსიური პროფესიული მომზადება. ეს იმიტომ, რომ საქართველო არის შეუწყვეტელი ომის პირობებში, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომი არ შეუწყვეტია და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველო იყოს მობილიზებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ რა მიდგომებით ვდგამთ ნაბიჯებს და რა ხდება ამ დღეებში ამ დარბაზში, ამ პარლამენტში, - თქვა უსუფაშვილმა.
ამასთან, ოპოზიციის წევრმა მმართველი გუნდი უპასუხისმგებლო ქმედებაში დაადანაშაულა და სხდომის ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. დავით უსუფაშვილმა "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი" მოიშველია და აღნიშნა, რომ ოპოზიციას მმართველ გუნდთან ბევრი შეკითხვა ჰქონდა.
აქაა გაწერილი, როდის რა უნდა ხდებოდეს ამ დარბაზში ა თუ რეგისტრაცია ვერ შედგა, მაშინ რა უნდა ხდებოდეს. დღეს ჩვენ ნახეთ უმრავლესობის მხრიდან სრულიად გაუგონარი არგუმენტები, რომ თურმე რეგისტრაციის არგავლა ყოფილა სწორი ინსტრუმენტი და უწინ, ჩვენ როცა საგამოძებო კომისიის შექმნის პროცესში მათი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევებზე მივუთითებდით, თურმე ისიც ასეთი მარტივი რამ ყოფილა. არა, პატივცემულო ბატონები და ქალბატონებო... პარლამენტი იმიტომაა პარლამენტი, რომ უნდა აგრძელებდეს მუშაობას. ურმრავლესობას არ უნდა ჰქონდეს საბაბი და მომიზეზებები, რომ გაექცეს საკითხებს და კითხვებს. დიახ,კოლეგებს ჰქონდათ ბევრი კითხვა და კიდევ აქვთ ბევრი კითხვა, - თქვა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ტავდაცვის დასავო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რადგან კვორუმი არ შედგა.