ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც რუსეთი არაა - პაპუაშვილი

05.07.23 14:12
ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც რუსეთი არაა - პაპუაშვილი

ვიღაც ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო, ეს ვიღაც რუსეთი არაა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

პაპუაშვილის თქმით, ვინც დღეს ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხი არის დღეს გახარებული.

"ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ ვინ ხარობს ამით, ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ  უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხი არის დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც უხარია ეს გადაწყვეტილება და ვნახეთ ჩვენ ასევე უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ". - განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები