სააკაშვილის გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სასჯელი უნდა მოიხადოს - ბეჟან წაქაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე მიხეილ სააკაშვილის წონაში კატასტროფულ კლებას პრობლემად არ აღიქვამს. დეპუტატი ირწმუნება, რომ ციხეში მოხვედრისას ყველა იკლებს და ეს ნორმალურია.
სახელისუფლებო გუნდის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან არ უნდა გაუშვან.
უამრავი ჩემი მეგობარი, ძალიან ახლობლები, რომმლებიც იმ პერიოდში იხდიდნენ სასჯელს, 180 იყო ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება, არ დასავახელებ ის გვარს, 180 შევიდა და 72 გამოვიდა. ასე რომ, იქ ვინც ხვდება, იქ ერთგვარი სტრესი მაინც არის, აბა, ციხე რატომ არის? ამიტომ, იქ ვირაც გახდება, მომატებით არავინ მოიმატებს, იმიტომ, რომ კალორიებიც დაბალია. არავიტარ შემთხვევაში მისი (მიხეილ სააკაშვილის) გასვება არ შეიძლება, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, - ამბობს ბეჟან წაქაძე.