5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმა მოულოდნელად მოხდა, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება - დარახველიძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძე ირწმუნება, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობა მოულოდნელად და სპონტანურად მოხდა, რისი მოლოდინიც შსს არ ჰქონდა.
დარახველიძე ამტკიცებს, რომ უწყებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და პასუხისგებაში მისცა ყველა ის პირი, რომელტა წინააღმდეგაც მტკიცებულებები ჰქონდა.
ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვქონდა, რომ ეს ჯგუფები თავდასხმას მოახდენდნენ ჟურნალისტებზე, მაგრამ მოხდა სამწუხარო ფაქტი. ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოძიება. 12 სხვა დასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიდიოდა გამოძიება და 1000-ით საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, მინდა გითხრათ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, სადაც კი, იმ სამართლებრივი ბაზისის ფარგლებში, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას, რომ იყოს საკმარისი მტკიცებულებები, ყველა ეს ადამიანი მიეცა პასუხისგებაში. სადაც არ არის საკმაირსი მტკიცებულებები, ჩვენი კონსტიტუცია, საერთაშორისო აქტებია, რომელსაც მიერთებული ვართ, კრძალავს, რომ ისეთ ადამიანს წავუყენოთ ბრალი, სადაც არ არის მტკიცებულებები, - ამბობს დარახველიძე.
5 ივლისის სისხლიანი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა.
2 წლის წინ ამ დღეს რუსთაველის გამზირი მასობრივი არეულობის ეპიცნეტრი იყო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წახალისებული პრორუსი რადიკალები ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. „ტვ პირველის„ მიერ გასაჯაროებული აუდიოჩანაწერებით და პირდაპირი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 5 ივლისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე 53 ჟურნალისტი სასტიკად სცემეს, "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი გარდაიცვალა, მოძალადეები დავალებას სწორედ სუსიდან იღებდნენ.
ამის მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" ამ დრომდე უკანონო დავალების გამცემი მაღალჩინოსნები არ დაუსჯია.