პულტებით მანიპულაცია პარლამენტში - როსტომ ჩხეიძემ რეგისტრაცია 6 დეპუტატის ნაცვლად გაიარა
პულტებით მანიპულაცია საქართველოს პარალამენტში - ირკვევა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ რეგისტრაცია 6 ადამიანის ნაცვლად გაიარა. საუბარია სხდომაზე, სადაც დეპუტატებს თავდაცვის სადავო კოდექსი უნდა განეხილათ, თუმცა კვორუმი არ შედგა,
ფაქტი "გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ შენიშნა, რომელიც სხდდომათა დარბაზში მიმდინარე მოვლენებს თვალს მეორე სართულიდან ადევნებდა. სწორედ მან შეაჩერა ჩხეიძე.
ბატონმა როსტომმა და ქალბატონმა ნატომ ჯერ თავისას დააჭირეს, დარეგსიტრირდნენ.მერე ბატონო როსტომი ავიდა და ზედა ხაზზე აჭერდა რეგისტრაციას. „რას შვებით-მეთქი, ბატონო როსტომ?“ ძალიან შეცბა, ამომხედა და „რა იყო, შენიშვნა მივიღეო?“ მეთქი, „რას აკეთებ, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც“ . ეს არ არის ოპოზიციური საქციელი, მოკლედ. არ ვიცი, რით შეიძლება ახსნან თავიანთი ასეთი საქციელი. ერტადერთი გამართლება შეიძლება ის იყოს, „ხელფასები არ დაგვაკლდესო“ ჯამში, 6 კაცი დაარეგისტრირეს, - ამბობს ჰერმან საბო.
"გირჩის" კიდევ ერთი წევრი ვახო მეგრელიშვილის თქმით, მომხდარი ოპოზიციის იშვიათი გამარჯვებათგანი იყო, თუმცა მათ ნაწილმა ეს ვერ გაიგო.
სინამდვილეში, ეს იყო ოპოზიციის იშვიათი გამარჯვებათგანი პარლამენტში, რომელიც ოპოზიციის ნაწილმა ვერ გაიგო, რომ გაიმარჯვა, არათუ ოპოზიციად არ მიიჩნევ თავს, არამედ „ქართული ოცნების“ ენთუზიასტი, დამხმარე ხარ, - ამბობს მეგრელიშვილი.