იდენტიფიცირებულია სუს-ის თანამშრომელი, ვინც მშვილდაძეზე თავდასხმას აორგანიზებდა

05.07.23 15:10
იდენტიფიცირებულია სუს-ის თანამშრომელი, ვინც მშვილდაძეზე თავდასხმას აორგანიზებდა

იდენტიფიცირებულია მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმაში მონაწილე პირი - "ფორმულას" მენეჯმენტის ინფორმაციით, ეს ადამიანი სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ნათლულია.

"ფორმულას" ინფორმაციით, სწორედ ახობაძემ გადაიყვანა მუმლაძე რამდენიმე თვის წინ უწყებაში.

"ფორმულამ" ასევე გაარკვია, რომ გიორგის მუმლაძის მამაც ასევე სუს-ის თანამშრომელია.

ახალი გარემოებების შესახებ ტელევიზიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უტყუარად დადასტურებულია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში მონაწილე პირი არის სუს-ის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე. ის სუსში რამდენიმე თვეა მუშაობს და "ფორმულას" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მუმლაძე უწყებაში მისმა ნათლიამ, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, ლევან ახობაძემ გადაიყვანა.

რაც შეეხება მუმლაძის მამას, ზურაბ მუმლაძეს, ის 2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ფორმულას ინფორმაციით, 2018 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, 2020 ან 2021 წელს ზურაბ მუმლაძე გადავიდა სუს-ში.". - განაცხადეს "ფორმულაში"

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.