ოპოზიცია "გირჩს" არის აყოლილი - პაპუაშვილი

05.07.23 15:52
ოპოზიცია "გირჩს" არის აყოლილი - პაპუაშვილი

ოპოზიცია "გირჩს" არის აყოლილი, - ასე აფასებს პარლამენტის თავმდჯომარე საკნაონმებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდაცვის კოექსი უნდა განეხილათ, თუმცა კვორუმი არ შედგა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ერთობა და "გირჩს" პროცედურულს ხრიკებშ ეხმარება. 

ვნახეთ, რომ ეს ბოლო დღეებია, ოპოზიცია აყოლილია „გირჩს“ და ეხმარებიან „გირჩს“, რომ ყველანაირად ხელი შეუშალონ თავდაცვის კოდექსის მიღებას, რომელიც ერთის მხრივ, ეს არ არის მხოლოდ პროექტი, რომელიც შემუშავებულია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ, ეს არის პროექტი, რმელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციების გზით და ეს არის ის ჩარჩო სამართლებრივი, რომელიც სჭირდება დღეს ჩვენს ჯარს და ყოველ ჯარისკაცს. ვხედავთ ჩვენ ახლა, „გირჩის“ დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ახალი არ არის, ისინი ცდილობენ ამ კანონს ხელი შეუშალონ, დანარჩენი ოპოზიციას არ ვიცი მე რა მიზეზები აქვს, მაგრამ ამით, როგორც ჩანს, ისინი ერთობიან და აყოლილი არიან „გირჩს“, რომ ამ პროცედურულ ხრიკებში დაეხმარონ, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები