სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, საბჭო იყოს არჩეული - მურუსიძე
მოსამართლე ლევან მურუსიძე მიიჩნევს, რომ დღეს მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარება და საბჭოს 4 წევრის არჩევა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მურუსიძე ამბობს, რომ კონფერენციის ჩატარებას მხარს უჭერს.
დავუჭერ ამას მხარს, თუმცა, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება საკმარისი არ იქნება, დღეს მოსამართლეები შეიკრიბებიან და უმრავლესობით გადაწყვეტენ, ჩატარდება თუ არა კონფერენცია და და არჩეული იქნება თუ არა 4 წევრი. მთელი რიგირ საკითხები, რომელიც ეხება მატერიალურ-ტექნიკურ პრობლემებს, კომპიუტერი სჭირდება, ქაღალდი სჭირდება- ეს ყველაფერი ხარჯები ვერ იქნება გაღებული, თუ არ იქნება არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია, რომ საბჭო იყოს არჩეული", - ამბობს ლევან მურუსიძე.
მოსამართლეთა კორპუსმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი უნდა აირჩიოს. არჩეული წევრები იმ მოსამართლე წევრებს ჩაანაცვლებენ, რომლებსაც საბჭოში მუშაობის ვადა ეწურებათ. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე.
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.