შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების მინიმალურ ნიშნულზე დაყვანად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ თუ ხელისუფლება პოლიტიკას არ შეცვლის, შესაძლოა, უკრაინამ ელჩი უკან აღარ დააბრუნოს.
უკრაინის მხრიდან მოთხოვნა, რომ ელჩი გაწვეული იყოს კონსულტაციებისთვის, ეს არის მინიმალურ ნიშნულზე დასული სტრატეგიული ურთიერთობების ნიშანი. იმ როს, როცა ერთის მხრივ, უკრაინას სჭირდება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და გვერდში დგომა, მაგრამ ასევე ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს უკრაინის მხარდაჭერა. თუ ხელისუფლება გააგრძელებს დღევანდელ პოლიტიკას, ალბათ, პასუხი უკრაინის იქნება ის, რომ საქართველოს ელჩსაც არ მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში გააგრძელოს საქმიანობა და ფაქტობრივად, ჩვენ ვიქნებით იმ ეტაპზე, როცა შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, - ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართელოს ელჩს უკრაინაში ქვეყნის დასატოვებლად 48 საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება. ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, გიორგი ზაქარაშილმა ხელისუფლებასთან კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე უნდა გამართოს.