უკრაინამ ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა - მიხეილ სააკაშვილი "ოცნებას" პასუხობს

05.07.23 16:37
უკრაინამ ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა - მიხეილ სააკაშვილი "ოცნებას" პასუხობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ტყუილში ამხელს. საუბარია, რატი ბრეგაძის განცხადებაზე, სადაც იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ  უკრაინულ მხარეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით არ მიუმართავს.

სააკაშვილი პასუხობს მინისტრის კიდევ ერთ განცხადებას, რომ მსჯავრდებულის ოჯახს პოლონელი ექიმების კლინიკაში შესვლის თხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავს. 

ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა. 
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა შემომიტანა მაშინ.

რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე. და ის რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია"- წერს სააკაშვილი 

მსგავსი სიახლეები