ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას - დიმიტრი მედვედევი
ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა" - ამბობს მედვედევი.