სუსი - მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ორგანიზატორი

05.07.23 20:03
სუსი - მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ორგანიზატორი

სუს-ის საიდუმლო სპეცოპერაცია ჩავარდა - დადასტურებულია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აორგანიზებდა. 

იდენტიფიცირებულია ლილუაშვილის ის თანამშრომელი, რომელიც   ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ ანგარიშსწორებას ადგილზე აკონტროლებდა. 

გიორგი მუმლაძე სუს-ის  გამომძიებელი და  ლილუაშვილის  მოადგილის ნდობით აღჭურვილი პირია.  ის ოფისიდან გამოსულ მშვილდაძეს ჯერ პირადად აედევნა, შემდეგ კი ოდნავ შორი მანძილიდან  უყურებდა, რომ ყველაფერი დავალების მიხედვით შესრულებულიყო.  

კადრებში კარგად ჩანს, როგორ ელოდება სუს-ის გამომძიებელი მშვილდაძეს შენობის შესასვლელთან და შემდეგ ფეხდაფეხ მიყვება. 

"ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ფორმულას დამფუძნებელზე თავდასხმა სუს-ში დაიგეგმა და სუს-ის მიერვე განხორციელდა" - ამბობენ დაზარალებული ჟურნალისტის კოლეგები. 

ფაქტია, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერები  სრულიად ახალი გარემოებაა გამოძიებისთვის. "ფორმულას" ჟურნალისტები საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ.
 
გამოეხმაურა თუ არა საგამოძიებო უწყება დღეს  გასაჯაროებულ მტკიცებულებებს?- ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები